კომპანიის დაარსება ესტონეთში

ევროდან
365 €
ონლაინ%
ევროდან
550 €
ნოტარიუსის საშუალებით

გსურთ გამოიყენოთ ევროპაში ბიზნესის წამოწყების შესაძლებლობა და ეძებთ ყველაზე შესაფერის იურისდიქციას ევროპული კომპანიის დასარეგისტრირებლად?

ცხადია, ესტონეთს აირჩევთ თქვენი კომპანიის დაარსების ადგილად, რადგანაც ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც არ იხდით კორპორატიულ საშემოსავლო გადასახადს გადაუნაწილებელ მოგებაზე.

ესტონეთში კომპანიის დაარსება სწრაფად და მარტივად ხდება მხოლოდ 1 კვირაში – როგორც პირადად, ასევე დისტანციურად, მინდობილობის საფუძველზე ან ელ-რეზიდენტობის გამოყენებით.

ჩვენ ვართ გამოცდილი იურისტებისა და ბუღალტრების ჯგუფი. კომპანიის ოპერირება ესტონეთში ჩვენი სპეციალობაა! შეუკვეთეთ ახლავე

დაარეგისტრირეთ კომპანია ესტონეთში 1-5 დღეში

გახსენით კომპანია ესტონეთში იურიდიული და საბუღალტრო მომსახურებებით. მოდი, დავიწყოთ!

თუ აპირებთ ევროპაში კომპანიის შექმნას, მაშინ უნდა განიხილოთ თქვენი დაწესებულების ესტონეთში გახსნის საკითხი. ესტონეთში მრავალი წლის განმავლობაში სრული ყურადღება ეთმობოდა ხელსაყრელი და მაღალ-ტექნოლოგიური ბიზნეს გარემოს შექმნას უცხოური ინვესტიციისა და არა-რეზიდენტი კომპანიების მოზიდვისთვის. შედეგად კი მრავალი წლის შემდეგ ესტონეთმა მოწინავე ადგილი დაიკავა საერთაშორისო საგადასახადო კონკურენტუნარიანობის ინდექსის საუკეთესო კატეგორიებს შორის და ყოველთვის მოწინავეა ბიზნესის მარტივად კეთების ინდექსის კატეგორიებში.

ესტონეთში ბიზნესის დაარსება უდაოდ ეფექტური საშუალება იქნება თქვენი ბიზნეს პროექტის დასაწყებად და მის საერთაშორისო ბაზრებზე წარსადგენად. აღნიშნული დაგეხმარებათ რისკების დივერსიფიცირებაში და უკვე არსებული კომპანიის ადმინისტრაციული დატვირთვის, ასევე, საგადასახადო დატვირთვის შემცირებაში. სხვა ევროპულ იურისდიქციებთან შედარებით, ესტონეთის იურისდიქციის მთავარი უპირატესობები მდგომარეობს შემდეგში:

  • გადაუნაწილებელი მოგების საგადასახადო განაკვეთი შეადგენს 0%-ს

    კომპანიის მოგება არ ექვემდებარება კორპორატიულ ან საშემოსავლო გადასახადს მანამ, სანამ მოხდება მისი დამფუძნებლებისთვის განაწილება – რაც ნიშნავს, რომ კომპანიის მიერ გამომუშავებული მთლიანი მოგება, შემოსავლის დაბეგვრის გარეშე, შეგიძლიათ გამოიყენოთ განვითარებისთვის ან კვლავ განახორციელოთ ინვესტირება დამატებითი შემოსავლის მისაღებად.

  • არ არის სააქციო კაპიტალში ფულის შეტანის საჭიროება

    კომპანიის დარეგისტრირებისას, დამფუძნებლებს უფლება აქვთ სააქციო კაპიტალის შენატანი განუსაზღვრელი ვადით გადადონ. ეს გარემოება არანაირად არ ზღუდავს კომპანიას, მაგრამ სააქციო კაპიტალის შევსებამდე (მინიმუმ 2,500 ევრო) იურიდიულ პირს დივიდენდების გადახდის უფლება არ აქვს.

  • ესტონეთის ელ-სახელმწიფოში სრული ინტეგრაცია

    სახელმწიფო დაწესებულებების ელექტრონული მომსახურებებით სარგებლობის შესაძლებლობა (კომერციული რეესტრი, საგადასახადო და საბაჟო სამმართველო და სხვა).

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ უპირატესობებისა, რასაც თქვენი კომპანიის ესტონეთში რეგისტრაციით მიიღებთ. ამდენად, თქვენი ბიზნესის ან სტარტაპის ესტონეთის რესპუბლიკის იურისდიქციაში განთავსება ხელსაყრელად გამორჩეული იქნება სხვა ალტერნატივებისგან და დაგეხმარებათ შეძლებისდაგვარად სწრაფად მოაქციოთ თქვენი ბიზნეს პროექტი ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოებში.

ესტონეთში ბიზნესის წამოწყება და კომპანიის გახსნა უმარტივესია

ესტონეთის რესპუბლიკა 20 წელზე მეტია ახორციელებს უცხოურ ბიზნეს-მეგობრულ პოლიტიკას, მათ შორის, 2014 წელს დაწყებული ელ-რეზიდენტობის პროგრამა უცხოელებისთვის, რომელიც არა-რეზიდენტ პირებს ესტონეთის ელ-სახელმწიფოს მომსახურებებით სრულად სარგებლობის საშუალებას აძლევს.

ესტონეთში კომპანიის დაარსების პროცესი ბიუროკრატიისგან თავისუფალია და ერთობ მარტივი და გამჭვირვალეა. ესტონეთში კომპანიის დაარსებით დაინტერესებულ არა-რეზიდენტ პირებს კომპანიის დასაფუძნებლად შეუძლიათ გამოიყენონ შემდეგი მეთოდები:

  • კომპანიის ონლაინ რეჟიმში რეგისტრირება ელ-რეზიდენტობის ბარათის გამოყენებით | ვადა: 1 სამუშაო დღე, ღირებულება: 365 ევროდა

    კომერციული რეესტრის სპეციალიზებულ ონლაინ სივრცეში კომპანიის დასაარსებლად იურიდიული პირის ყველა მოქმედ წევრს (წევრებსა და გენერალურ დირექტორს) დასჭირდება ელ-რეზიტენტობის ბარათი.

  • კომპანიის რეგისტრირება პირადად | ვადა: 1-5 სამუშაო დღე, ღირებულება: 550 ევროდან

    პროცედურისთვის საჭიროა პირადად წარსდგეთ ნოტარიუსის ოფისში ტალინში. ჩვენი იურისტები გაგიწევენ წინასწარ კონსულტაციას და აღმოგიჩენენ იურიდიულ მხარდაჭერას მთელი პროცესის განმავლობაში.

  • კომპანიის გახსნა დისტანციურად მინდობილობით | ვადა: 5-10 სამუშაო დღე, ღირებულება: 750 ევროდან

    დააფუძნეთ კომპანია დისტანციურად, პირადად დასწრების გარეშე, რისთვისაც თქვენ უნდა გასცეთ ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა ჩვენი სააგენტოს იურისტების სახელზე, ხოლო ჩვენ თქვენი სახელით განვახორციელებთ კომპანიის დაარსებისთვის საჭირო ყველა პროცედურას.

ჩვენი სპეციალისტები გაგიწევენ წინასწარ კონსულტაციას და შემოგთავაზებენ ბიზნესის რეგისტრაციის საუკეთესო გზას, გარდა ამისა, მოამზადებენ ყველა საჭირო იურიდიულ დოკუმენტაციას და გაგიწევენ მხარდაჭერას კომპანიის დაარსების მთელი პროცესის მანძილზე.

გეგმავთ კომპანიის შექმნას? იხილეთ თუ რატომ უნდა მოგვმართოთ ჩვენ?

10 წელზე მეტია ჩვენი კონსულტანტების, იურისტებისა და ბუღალტრების გუნდმა უზრუნველყო სპეციალიზებული კომერციული კანონი და უცხოური ბიზნესის მხარდაჭერა ესტონეთში. წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილება და ცოდნა საშუალებას გვაძლევს ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მომსახურება და ვიპოვოთ გამოსავალი ყველაზე რთულ და უჩვეულო სიტუაციებში.

მთავარი მიზეზი იმისა თუ რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ ესტონეთში კომპანიის რეგისტრაციისთვის:

  • სანდო მომსახურების მომწოდებელი

    ჩვენ წარმოვადგენთ კომპანიის რეგისტრაციის ლიცენზირებულ დაწესებულებას ესტონეთში და ვფლობთ ტრასტსა და კორპორატიული მომსახურებების მიმწოდებლის ლიცენზიას #FIU000144, რომელიც გაცემულია ფინანსური დაზვერვის სამსახურის (FIU) მიერ.

  • ყოველმხრივი გამოცდილება და კვალიფიციურ სპეციალისტთა დიდი გუნდი

    ჩვენი გუნდი შედგება გამოცდილი კონსულტანტების, პროფესიონალი იურისტებისა და ბუღალტრებისგან. ჩვენი 10 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე ჩვენი დახმარებით დარეგისტრირდა 3,000-ზე მეტი ესტონური კომპანია

  • ყველა მომსახურება ერთ სივრცეში

    ჩვენ წარმოვადგენთ მომსახურების უშუალო მიმწოდებელს და მომსახურებათა გაწევას უზრუნველვყოფთ მხოლოდ ჩვენი საკუთარი რესურსების გამოყენებით, პროცესში ნებისმიერი მესამე მხარის ჩართვის გარეშე. ყველა კონსულტანტი, იურისტი და ბუღალტერი ჩვენი სააგენტოს თანამშრომელია.

  • ხარისხის გარანტია

    ჩვენ ვიძლევით იდეალური ხარისხის, ეფექტურობის, სრული კონფიდენციალურობისა და თითოეული კლიენტისადმი პასუხისმგებლიანი მიდგომის გარანტიას.

  • ვაფასებთ ჩვენს კლიენტებს

    თუ ხართ ჩვენი კლიენტი, ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში უფასო იურიდიული თუ საბუღალტრო რეკომენდაციის მიღება ჩვენი სპეციალისტებისგან.

ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ თქვენი სანდო ბიზნეს პარტნიორი წლების მანძილზე. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენი კომპანიის ბაზარზე შესვლა მაქსიმალურად აკმაყოფილებდეს თქვენს მოლოდინებს.

დამატებითი მომსახურებები ესტონური კომპანიებისთვის

ჩვენ გთავაზობთ კომპანიის წარმატებით გახსნისთვის საჭირო მომსახურებათა სრულ ასორტიმენტს, დაწყებული კომერციული აქტივობებიდან – თქვენი ბიზნესის ზრდის ჩათვლით. სხვათა შორის, ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ შემდეგ კორპორატიულ და უზრუნველყოფის მომსახურებებს:

  • საბუღალტრო მომსახურებები

    ჩვენ გთავაზობთ ყოვლისმომცველ საგადასახადო და საბუღალტრო მომსახურებებს ესპანური კომპანიებისთვის. ჩვენი სპეციალისტები გაგიწევენ კვალიფიციურ საბუღალტრო მხარდაჭერას მიმდინარე დოკუმენტების მართვისას, ყოველწლიური ფინანსური ანგარიშების მომზადებისას, საგადასახადო დეკლარაციების წარდგენისას, დღგ-ს ნომრების მიღებისას, საწყისი კაპიტალის აღრიცხვისას, თანამშრომელთა ხელფასების გამოთვლისას და სხვა.

  • იურიდიული მისამართი და საკონტაქტო პირი

    ესტონეთში დაფუძნებულ ყველა კომპანიას უნდა გააჩნდეს იურიდიული მისამართი. გარდა ამისა, იურიდიულმა პირებმა, რომელთა აქციონერები ან გენერალური მენეჯერები არ არიან ესტონეთის რეზიდენტები, უნდა დანიშნონ საკონტაქტო პირი, რომელიც მიიღებს იურიდიული პირისთვის გაგზავნილ კორესპონდენციას და სახელმწიფო დაწესებულებებისგან გაგზავნილ ოფიციალურ შეტყობინებებს. ჩვენ გთავაზობთ იურიდიული მისამართის მომსახურებას ტალინში და ასევე, საკონტაქტო პირის მომსახურებას ესტონეთში.

  • იურიდიული მომსახურებები

    ჩვენს იურისტებს მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ კორპორატიული და სამოქალაქო კანონმდებლობის სფეროში. ჩვენ გაგიწევთ სრულყოფილ კონსულტაციას თქვენთვის საინტერესო საკითხზე, დაგეხმარებით საჭირო იურიდიული დოკუმენტაციის გაანალიზებაში ან სწორად შედგენაში და საჭიროების შემთხვევაში, წარგადგენთ კონტრაქტორებთან მოლაპარაკებებისას ან სასამართლო პროცესებისას.

  • მიმდინარე ანგარიშების გახსნა

    ჩვენ დაგეხმარებით ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებულ ბანკებსა და საგადასახადო სისტემებში (EMI და PSP) მიმდინარე ანგარიშების გახსნაში. ამასთანავე, თქვენი ბიზნეს მოდელისა და ბიზნეს საქმიანობის ხასიათის საფუძველზე შემოგთავაზებთ საუკეთესო და ყველაზე ეფექტურ საგადასახადო გადაწყვეტას.

ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალურ ბიზნეს კონსულტაციებს, საბუღალტრო მომსახურებებს და იურიდიულ მხარდაჭერას ბიზნეს პროექტებისთვის, როგორც განვითარების საწყის ეტაპზე, ასევე, უკვე დაარსებული კომპანიებისთვის, რომელთაც სურთ თავიანთი შიდა პროცესების რეორგანიზაცია და ეკონომიკური საქმიანობის ოპტიმიზაცია.

დაგვიკავშირდით

ესტონეთში კომპანიის დარეგისტრირების და დამატებითი მომსახურებებისა და მხარდაჭერის ფასის ინდივიდუალური კოტირებისთვის გთხოვთ დაუკავშირდით ჩვენს სპეციალისტებს სატელეფონო ზარის, ელ-ფოსტის საშუალებით ან გამოიყენეთ უკუკავშირის ფორმა ჩვენს ვებ-საიტზე.

კომპანიის ტრანზაქციები ესტონეთში | ხშირად დასმული კითხვები

ქვემოთ მოცემულია ჩვენი კონსულტანტებისადმი ყველაზე ხშირად დასმული კითხვების ჩამონათვალი. შესაძლოა თქვენთვის საინტერესო იყოს ამ მასალის გაცნობა.

  • რომელია საუკეთესო იურიდიული ფორმა ესტონეთში კომპანიის დასაარსებლად?

    ესტონეთში იურიდიული პირისთვის ყველაზე გავრცელებული და ეფექტური იურიდიული ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის კერძო კომპანია ან შემოკლებით PLC (OÜ ან osaühing ესტონეთში). მონაწილეთა მინიმალური რაოდენობაა ერთი დამფუძნებელი (აქციონერი) და მმართველი საბჭოს ერთი წევრი (დირექტორი ან გენერალური მენეჯერი). PLC-ში პარტნიორთა ვალდებულებები შეზღუდულია სააქციო კაპიტალში მათი შენატანის შესაბამისად (მინიმალური სააქციო კაპიტალი შეადგენს 2,500 ევროს; კაპიტალში ფულის შეტანის გადადება შესაძლებელია განუსაზღვრელი ვადით).

  • როგორ შევარჩიო სახელი ჩემი მომავალი კომპანიისთვის?

    ესტონეთში დაარსებული კომპანიის სახელი ცხადად უნდა განსხვავდებოდეს ადრე დაფუძნებულ იურიდიულ პირთა სახელებისგან, როგორც ორთოგრაფიულად, ასევე ფონეტიკურად. სასურველი იურიდიული სახელის ხელმისაწვდომობა შეგიძლიათ შეამოწმოთ კომერციული რეესტრის ვებ-გვერდზე.

  • უნდა გადავიხადო თუ არა სააქციო კაპიტალი ესტონური კომპანიისთვის?

    არა, არ არის სავალდებულო; თქვენ გაქვთ უფლება არ გადაიხადოთ სააქციო კაპიტალი კომპანიის დაარსებისას. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სააქციო კაპიტალის შენატანი შესაძლოა გადადოთ განუსაზღვრელი ვადით. დავუშვათ კომპანიის სააქციო კაპიტალი არ არის გადახდილი, ამ შემთხვევაში, ამგვარ კომპანიას არ აქვს დივიდენდების გადახდის უფლება სააქციო კაპიტალის ფორმირებამდე და ამგვარი იურიდიული პირის დამფუძნებლები პირადად არიან ვალდებულები კომპანიის ოპერირებაზე გადაუხდელი შენატანის ოდენობის ფარგლებში.

  • როგორ გადავიხადო სააქციო კაპიტალი?

    ესტონური კომპანიის სააქციო კაპიტალის გადახდა შესაძლებელია ნაღდი ფულის კორპორატიულ ანგარიშზე შეტანით, უნაღდო შენატანით აქციონერთა აქტივების კომპანიის ბალანსზე გადარიცხვით (ტელეფონები, კომპიუტერები, საკუთრების უფლებები და სხვა) ან აქციების გამოშვებით, რისი მეშვეობითაც ნებისმიერი საანგარიშო წლის გადაუნაწილებელი მოგება გადაირიცხება სააქციო კაპიტალში.

  • შესაძლებელია თუ არა უცხოელები იყვნენ ესტონური ფირმის მფლობელები და გენერალური მენეჯერები?

    დიახ, შესაძლებელია; ზოგადად, ნებისმიერი ქვეყნის რეზიდენტს შეუძლია ესტონეთში კომპანიის დაარსება. ამასთანავე, უცხოელებს შეუძლიათ იყვნენ ესტონეთში რეგისტრირებული იურიდიული პირების დამფუძნებლები და გენერალური მენეჯერები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

  • შესაძლებელია თუ არა უცხოური კომპანია იყოს ესტონური ფირმის დამფუძნებელი?

    დიახ, შესაძლებელია; უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირი შესაძლოა გახდეს ესტონური იურიდიული პირის (შვილობილი კომპანია) დამფუძნებელი. თუმცა, ამგვარი სტრუქტურის რეგისტრაციისთვის, ჩვენ უპირველეს ყოვლისა დაგვჭირდება უცხოური კორპორატიული სტრუქტურის მიმდინარე (არაუმეტეს სამი თვისა) ოფიციალური კორპორატიული დოკუმენტები, რომელშიც აუცილებლად ასახული უნდა იყოს, როგორც იურიდიული პირის რეგისტრაციის დეტალები, ასევე, მისი გენერალური მენეჯერები, მფლობელები და ბენეფიციარები.

  • შესაძლებელია თუ არა ერთი და იგივე პირი ერთდროულად იყოს კომპანიის მფლობელი და გენერალური მენეჯერი?

    დიახ, შესაძლებელია; ესტონეთში ერთი და იგივე პირი შესაძლოა იყოს, როგორც კომპანიის დამფუძნებელი (აქციონერი), ასევე გენერალური მენეჯერი (მმართველი საბჭოს წევრი).

  • როგორ შევარჩიო საქმიანობის შესაბამისი სფერო ჩემი კომპანიისთვის?

    კომპანიის დარეგისტრირებისას ხდება მხოლოდ საქმიანობის ერთი განსაზღვრული სფეროს მითითება, რაც სავსებით ინფორმაციულია და არ მოიცავს დამაკავშირებელ გარემოებებს კომპანიისთვის. საქმიანობის სფერო უნდა შეირჩეს EMTAK კლასიფიკატორიდან, რაც საერთაშორისო ჰარმონიზირებული NACE კლასიფიკატორის ადაპტირებულ ვერსიას წარმოადგენს. ჩვენი კონსულტანტები დაგეხმარებიან თქვენი ბიზნეს მოდელისთვის შესაბამისი საქმიანობის სფეროს პოვნასა და შერჩევაში.

  • უწესებს თუ არა საქმიანობის სფეროს არჩევანი რაიმე სახის შეზღუდვებს ბიზნესს?

    ესტონურ კომპანიებს სრული უფლება აქვთ შეუზღუდავად აწარმოონ ბიზნესი და თავიანთი საქმიანობა ყველა იმ სფეროში, რაც არ არის აკრძალული ან შეზღუდული შესაბამისი საკანონმდებლო დადგენილებების მიერ. მიღებული პრაქტიკაა, რომ საქმიანობის სფერო არ არის განსაზღვრული იურიდიული პირის წესდებაში, ამდენად, საქმიანობის სფეროს ცვლილება ან გაფართოება არ იწვევს რაიმე სახის გართულებებს ან ზედმეტ ბიუროკრატიას. იურიდიულ პირს ერთსა და იმავე დროს შეუძლია აქტიურობა საქმიანობის რამდენიმე სფეროში.

  • შეუძლიათ თუ არა ესტონეთში რეგისტრირებულ ორგანიზაციებს იქონიონ მოქმედი ანგარიშები უცხოურ ბანკებში?

    დიახ, შეუძლიათ; თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ გახსნათ და ისარგებლოთ მოქმედი ანგარიშებით ესტონეთის ფარგლებს გარეთ არსებულ ბანკებში და EMI/PSP საგადასახადო სისტემებში. ყველაზე პოპულარული საგადასახადო მომსახურებები, რომლებიც მოქმედი IBAN ანგარიშის გახსნის შესაძლებლობას გაძლევთ, არის Paysera, Wise და Revolut.

  • მოქმედი ანგარიშის გასახსნელად მესაჭიროება კორპორატიული დოკუმენტები. სად შემიძლია მათი მიღება?

    კორპორატიული დოკუმენტების ელექტრონული ვერსიები ხელმისაწვდომია კომერციული რეესტრის ვებ-საიტზე. მაგრამ, თუ გჭირდებათ სარეგისტრაციო ბარათის, კომპანიის წესდების, კომპანიის დაფუძნების ხელშეკრულების და სხვა კორპორატიული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებული ბეჭდური ვერსიები, შეგიძლიათ შეუკვეთოთ ჩვენი საშუალებით. კორპორატიული დოკუმენტებისთვის დეტალური ფასების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ვებ-საიტის შესაბამის გვერდზე.

  • საჭიროა თუ არა გენერალური მენეჯერისთვის სავალდებულო ხელფასის გადახდა?

    არა, არ არის საჭირო; გენერალურ მენეჯერს უფლება აქვს უსასყიდლოდ შეასრულოს თავისი მოვალეობები და არ მიიღოს არანაირი ანაზღაურება თავისი საქმიანობისთვის.

  • საჭიროა თუ არა საბუღალტრო ჩანაწერების წარმოება და ფინანსური ანგარიშების წარდგენა?

    დიახ, საჭიროა; ესტონეთში რეგისტრირებული ყველა კომპანია ვალდებულია აწარმოოს საბუღალტრო ჩანაწერები, აღრიცხოს ყველა ტრანზაქცია და შეინახოს ყველა პირველადი საბუღალტრო დოკუმენტი. ასევე, ყველა იურიდიული პირი ვალდებულია კომერციულ რეესტრში წარადგინოს ყოველწლიური ფინანსური ანგარიშები ფინანსური წლის დასრულებიდან ექვსი თვის ვადაში. (როგორც წესი, არაუგვიანეს 30 ივნისისა).

  • საჭიროა თუ არა ფინანსური ანგარიშების წარდგენა იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას არ განუხორციელებია საქმიანობა?

    დიახ, საჭიროა; იმ კომპანიებმაც კი, რომლებსაც არ განუხორციელებიათ ბიზნეს საქმიანობა ფინანსური წლის მანძილზე, კომერციულ რეესტრში აუცილებლად უნდა წარადგინონ ყოველწლიური ანგარიში (ე.წ. ნულოვანი ბალანსის ანგარიში).

  • არის თუ არა კორპორატიული საშემოსავლო გადასახადი ესტონეთში?

    არა, ესტონეთში კომპანიებს არ აქვთ კორპორატიული საშემოსავლო გადასახადი. კომპანიის მოგება არ იბეგრება არცერთი საშუალებით – თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ მოგების ხელახალი ინვესტირება კომპანიის განვითარებისთვის, საწყისი კაპიტალის, ფასიანი ქაღალდების შესყიდვისთვის და ა.შ. 20/80, ე.ი. 25% განაკვეთიანი გადასახადის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მხოლოდ დამფუძნებლებისთვის მოგების გადანაწილებისა და დივიდენდების გადახდის შემთხვევაში.

  • საჭიროა თუ არა კომპანია დარეგისტრირდეს როგორც დღგ-ს გადამხდელი?

    კომპანია უნდა დარეგისტრირდეს როგორც დღგ-ს გადამხდელი მაშინ, როდესაც დღგ-ს დაქვემდებარებული კომპანიის ბრუნვა ერთი ფინანსური წლის მანძილზე აჭარბებს 40,000 ევროს. სხვა შემთხვევებში, დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია ნებაყოფლობითია.

  • საჭიროა თუ არა გადასახადების გადახდა იმ შემთხვევაში თუ კომპანია ახორციელებს გადახდებს უცხოელი მომუშავეებისთვის?

    არა, არ არის საჭირო; თუ კომპანია ხელფასს ან სხვა სახის სარგებელს უხდის თავის დასაქმებულებს ან შტატგარეშე მომუშავე პირებს, რომლებიც არ წარმოადგენენ ესტონეთის საგადასახადო რეზიდენტებს, კომპანიას არ ეკისრება არანაირი საგადასახადო ვალდებულება. ასეთ შემთხვევაში, შემოსავლის გაცხადებისა და გადასახადების გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება გადახდის მიმღები პირებისთვის თავიანთი საგადასახადო რეზიდენტობის იურისდიქციის წესებისა და განაკვეთების მიხედვით.

  • როგორ უნდა განვსაზღვრო ჩემი კომპანიის (TIN) საგადასახადო ნომერი?

    ესტონურ კომპანიებს არ გააჩნიათ არანაირი ცალკეული საგადასახადო საიდენტიფიკაციო ნომერი (TIN). ნაცვლად ამისა, საგადასახადო დაწესებულებებსა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებში იურიდიული პირის იდენტიფიკაციისთვის გამოიყენება სარეგისტრაციო ნომერი.

  • რა დრო სჭირდება კომპანიის რეგისტრაციას?

    კომპანიის სარეგისტრაციო განაცხადის დამუშავება ხდება ერთ სამუშაო დღეში, თუ განაცხადი წარდგენილია ონლაინ კომერციული რეესტრის ვებ-საიტზე (კომპანიის შექმნა ელ-რეზიდენტობის საშუალებით) ან ხუთი სამუშაო დღის ვადაში თუ განაცხადი წარდგენილია ნოტარიუსის საშუალებით (კომპანიის დაარსება პირადად ან ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საშუალებით).

  • როგორ დავარეგისტრირო კომპანია ონლაინ რეჟიმში?

    კომერციული რეესტრის ინტერნეტ პორტალზე ონლაინ რეჟიმში კომპანიის დაარსებისთვის აუცილებლად უნდა გქონდეთ ელ-რეზიდენტობის ბარათი, რომელიც გამოყენებული იქნება თქვენი ვინაობის შესამოწმებლად და რომელიც საჭიროა იურიდიული პირის რეგისტრაციის განაცხადზე ციფრული ხელმოწერის განსათავსებლად.

  • რა არის ელ-რეზიდენტობა?

    ელ-რეზიდენტობა ან ელ-რეზიდენტობის ბარათი წარმოადგენს მიკროჩიპიან სმარტ ბარათს, რომელსაც ესტონეთი გასცემს არა-რეზიდენტი პირებისთვის და მათ აძლევს ციფრული ხელმოწერის შესაძლებლობას. ელ-რეზიდენტობის გამოყენება შესაძლებელია დოკუმენტებზე ხელმოწერისთვის, ინტერნეტში ფიზიკური პირის იდენტიფიცირებისთვის და ესტონეთის ელ-სახელმწიფოს ელექტრონული მომსახურებებით სარგებლობისთვის (მათ შორის, იურიდიული პირების დაფუძნებისთვის).

  • როგორ გავაკეთო ელ-რეზიდენტობის მოთხოვნის განაცხადი?

    შეგიძლიათ შეავსოთ ელ-რეზიდენტობის განაცხადის ფორმა ესტონეთის პოლიციისა და სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტის ონლაინ სივრცეში. ამასთანავე, ელ-რეზიდენტობის ნაკრების აღება შეგიძლიათ მსოფლიო მასშტაბით ამ ლოკაციებზე.

  • საჭიროა თუ არა ჩემი ესტონური კომპანიისთვის დავიქირავო ადგილობრივი გენერალური მენეჯერი ან თანამშრომლები?

    არა, თქვენ არ გაქვთ ამგვარი ვალდებულება.

  • რამდენი აქციონერი ან გენერალური მენეჯერი შეიძლება ჰყავდეს კომპანიას?

    ესტონურ კომპანიას სავალდებულოა ჰყავდეს მმართველი საბჭოს მინიმუმ ერთი წევრი (გენერალური მენეჯერი) და ერთი დამფუძნებელი (აქციონერი). თუმცა, დამფუძნებლებისა და გენერალური მენეჯერების მაქსიმალური რაოდენობა კანონით არ არის განსაზღვრული.

  • რა მოთხოვნები უნდა შევასრულო ესტონეთში კომპანიის დაარსებისთვის?

    ესტონეთში კომპანიის გახსნისთვის საჭიროა კომერციულ რეესტრში წარადგინოთ განაცხადი, რომელიც უნდა მოიცავდეს: კორპორატიული სახელი, კომპანიის გენერალური მენეჯერების, მფლობელებისა და ბენეფიციარების პერსონალური დეტალები, კომპანიის ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტის მისამართი, იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის შესახებ მონაცემები, საქმიანობის სფერო EMTAK ან NACE კოდით და კომპანიის წესდება.

  • რატომ არის ესტონეთი ევროპაში ბიზნესის დაწყებისთვის ყველაზე მიმზიდველი იურისდიქცია?

    ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა, რაც ესტონეთს გააჩნია ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით, არის გადაუნაწილებელ მოგებაზე კორპორატიული გადასახადის არ არსებობა. ეს ნიშნავს, რომ კომპანიის მიერ გამომუშავებული და დაგროვილი ფულადი სახსრები არ დაექვემდებარება საშემოსავლო გადასახადს მანამ, სანამ არ მოხდება აქციონერებისთვის მოგების გადანაწილება და დივიდენდების გადახდა. ამდენად, ესტონურ კომპანიებს თავისუფლად შეუძლიათ თავიანთი მოგების ინვესტირება ან ინვესტიციების განხორციელება კორპორატიული გადასახადების გადახდის გარეშე.

  • როგორ ხდება ესტონური კომპანიების საქმიანობების რეგულირება?

    ესტონეთის ტერიტორიაზე იურიდიულ პირთა საქმიანობები რეგულირდება კომერციული კოდექსის მიერ, რომლის ინგლისური ვარიანტიც ხელმისაწვდომია.

  • მსურს ევროპაში კომპანიის დაარსება. ჩემთვის ესტონეთი კარგი ვარიანტია?

    დიახ, სავსებით. ესტონეთი მდებარეობს ჩრდილოეთ ევროპაში და 2004 წლიდან ევროკავშირის სრული წევრი და საერთო საბაჟო ზონის ნაწილია. თუ გსურთ ევროპული კომპანიის დაფუძნება და თქვენი ბიზნესის გაფართოება ევროკავშირში, მაშინ საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, თუ ესტონეთს აირჩევთ თქვენს ძირითად იურისდიქციად.

  • სხვა ევროპულ იურისდიქციებთან შედარებით, რამდენად მარტივია ესტონეთში კომპანიის დაარსება?

    ტრადიციულად ესტონეთი მოწინავე ადგილს იკავებს ევროპულ ქვეყნებს შორის ბიზნესის მარტივად კეთების ინდექსის მხრივ, რაც შემთხვევითი არ არის. განვითარებულ ელექტრონულ სახელმწიფოში, ზედმეტი ბიუროკრატიის არარსებობა და უცხოური ინვესტიციის ხელსაყრელი პირობები ესტონეთში კომპანიის დაარსებას სწრაფ და მოსახერხებელ პროცესად აქცევს არა-რეზიდენტებისთვის.

ფასების ცხრილი

ქვემოთ წარმოდგენილია ესტონეთში კომპანიის დაარსებისა და გახსნის მომსახურების, ასევე დამატებითი კორპორატიული და იურიდიული მომსახურებების ფასები.
  • მომსახურების ტიპი
    ფასი
  • კომპანიის გახსნა ონლაინ რეჟიმში ელ-რეზიდენტობის ბარათით
    365
  • კომპანიის დაარსება ონლაინ რეჟიმში ელ-რეზიდენტობის ბარათით + იურიდიული მისამართი და საკონტაქტო პირი
    615
  • კომპანიის რეგისტრაცია ნოტარიუსის ოფისში პირადად წარდგენით
    550
  • კომპანიის შექმნა ნოტარიუსის ოფისში პირადად წარდგენით + იურიდიული მისამართი და საკონტაქტო პირი
    750
  • კომპანიის დაარსება დისტანციურ რეჟიმში მინდობილობით
    750
  • კომპანიის რეგისტრაცია დისტანციურ რეჟიმში მინდობილობით + იურიდიული მისამართი და საკონტაქტო პირი
    1000
  • საკონტაქტო პირი (ერთი წლის საფასური)
    150
  • იურიდიული მისამართი (ერთი წლის საფასური)
    150
  • კორპორატიული IBAN საგადასახადო ანგარიშის გახსნა ბანკში ან EMI/PSP-ში (საწყისი ფასი)
    300
  • იურიდიული ან საბუღალტრო კონსულტაცია (1 საათის ღირებულება)
    50
კომპანიის შექმნის ღირებულება, მიუხედავად აღნიშნულის მეთოდისა, მოიცავს ყველა სანოტარო და სახელმწიფო გადასახადს, ასევე იურიდიული მისამართისა და საკონტაქტო პირის ერთწლიან მომსახურებას. ზემოთ მოცემული ფასები არ მოიცავს შესაძლო 20% დღგ-ს.

Thank you!

Your enquiry was successfully recieved!
Our consultants will contact you in the nearest time.